ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას "სპუტნიკ აბხაზია" ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.
ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 55 შემთხვევაა გამოვლენილი.