ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკ აბხაზია" ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით, ბოლო 24 საათში 19 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 2 გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 765 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.