logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის სახელობის ხეივნის გახსნას გეგმავენ

15 ნოე 202221:53
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის სახელობის ხეივნის გახსნას გეგმავენ

რუსული სამთავრობო მედია ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მინისტრის მრჩეველზე მილან ბჟანიაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქში, შესაძლოა შექმნან დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივანი, "პატივისცემის ნიშნად, რომ მან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, 2008 წელს ხელი მოაწერა ბრძანებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

ბჟანიას თქმით, "აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელი მარადიული უნდა იყოს".

"რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპზე საუბრისას ყოველთვის აღვნიშნავთ ისტორიულ ფაქტს - 2008 წელს დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. იმავე წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ რუსეთის ფედერაციისგან და ამ პერიოდიდან იწყება აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ვთვლით ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის სამართლიანად შეფასებას და აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელის მარადიულობას. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში ხეივნის შექმნა იგეგმება", - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებისთანავე განიხილავს ამ საკითხს ე.წ ხელისუფლებასთან. "ასეთი ინიციატივა არსებობს, და ჩვენ ყველანაირად გვსურს, რომ იარსებოს მედვედევის სახელობის ხეივანმა".


close დახურვა