ოკუპირებულ გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქის ქუჩებში გამოსვლა მოსახლეობას 20:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ეკრძალება.
საოკუპაციო რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-მდე გაიზარდა. კოვიდ-19-ი, რუსეთიდან ჩამოსული ინფიცირებული პირის მეუღლესაც დაუდასტურდა.
ოკუპირებულ სოხუმში განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არსებობს. გაგრაში მდებარე კორპუსი, რომელშიც ინფიცირებულები ცხოვრობენ, სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
სადარბაზოსთან პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ და მოსახლეობას სახლიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კოვიდ-19 არ დაუდასტურდა გუშინ გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს.