logo
ENG



ოკუპირებულ გალში ბახტაძის გაუჩინარებაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

03 აგვ 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/03/xt0djnn31t1tmse.png

ოკუპირებული გალის დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, ნათია ბახტაძის გაუჩინარებაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს.

დე ფაქტო პროკურატურაში აცხადებენ, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მათ დედამ მიმართა. გამოძიების თანახმად, 28 ივლისს ოკუპირებული ქალაქ ოჩამჩირეს მცხოვრებელმა, აინარ ცვიჟბამ განზრახ მოკლა ნათია ბახტაძე, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ენგურში გადააგდო. დე ფაქტო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.


close დახურვა