logo
ENG



ოკუპირებულ დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს

19 თებ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/4eoip9pfqlfc2qp.jpg

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. მან შესაბამის ბრძანებას მოაწერა ხელი.

"მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, მოვიდნენ სამხედრო კომისარიატებში. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას საერთო მობილიზაციის შესახებ", - განაცხადა პუშილინმა.

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ვითარების გამწვავების მიზეზით რუსეთში ევაკუაცია 18 თებერვალს გამოაცხადა. მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

როგორც ე.წ. ლიდერების ვიდეოების მეტა მონაცემებიდან ირკვევა, მიმართვა გავრცელებამდე ორი დღით ადრე - 16 თებერვალს ჩაიწერა

განახლება: საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს ოკუპირებულ ლუგანსკშიც. 


close დახურვა