logo
ENG



ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერნდუმის ჩატარებას აპირებენ

08 ივნ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/jpjb4m3rokmvj3x.jpg

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმზე საუბრობენ. ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წევრი ვლადიმირ როგოვი ამბობს, რომ რეფერენდუმის წლის ბოლომდე ჩატარდება.

"კონსოლიდირებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყოს. რეფერენდუმი მიმდინარე წელს ჩატარდება. მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდება", - თქვა მან.

ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ომის დროს მოექცა. 7 ივნისს რეგიონს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო ეწვია. ის მელიტიპოლშიც იყო და 7 ივნისს ხერსონსაც ეწვია. ამ ეტაპისთვის ის რუსეთის ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდა.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაც, რომელიც ომის პერიოდში შეიქმნა, აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთებას გეგმავენ.


close დახურვა