logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

06 მაი 202017:03
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და ახლაც იზოლაციაში რჩება.

გავრცელებული ცნობით, კოვიდ 19  ჩრდილო ოსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. ანალიზი ჩაუტარდათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ავადმყოფთან ერთად საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. მათი პასუხები ჯერ უცნობია.

დღემდე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არცერთი შემთხვევა არ იყო გამოვლენილი, თუმცა მარტის ბოლოდან დახურულია სასწავლო დაწესებულებები, იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ხალხის მასობრივი შეკრებაც.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, იქ  დაინფიცირების 1342 შემთხვევაა დადასტურებული - 9 ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა