22-24 ივნისს ენგურის ხიდი დროებით ხელახლა გაიხსნება. ამ ინფორმაციას აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების სამსახური“ ავრცელებს. „ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ“, – აცხადებს უწყება.
ენგურის ხიდზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთას მოქალაქეები 22 ივნისიდან 24 ივნისამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში წამსვლელებმა სამედიცინო-სანიტარიული კონტროლი უნდა გაიარონ.