logo
ENG



ოკუპირებული დონეცკის ცნობით, უკრაინამ ნავთობის საცავი დაბომბა

04 მაი 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/abt2hvfujimwz1a.jpg

ოკუპირებული დონეცკის ცნობით, უკრაინამ ნავთობის საცავი დაბომბა. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკა აცხადებს, რომ 1 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინის დაბომბვამ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავში ხანძარი გამოიწვია.

“წინასწარი ინფორმაციით, მაკიივკაში, ნავთობის საცავის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ოთხი დიდი ტევადობის ავზი, რომელიც 5000 კუბურ მეტრ ნავთობს შეიცავდა, აალებული იყო,” - განაცხადეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის შტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ბრალდებას ჯერ არ პასუხობენ. 

უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკისა და ლუგანსკის ყველა რეგიონზე კოტროლის დამყარებას. 


close დახურვა