logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. KGB: საქართველოში ნავთობის კონტრაბანდისთვის 4 პირი დავაკავეთ

15 ნოე 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. KGB აცხადებს, რომ დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებსაც "სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე" დიდი რაოდენობით ნავთობი და საპოხი მასალა გადაჰქონდათ.

"არააქტიური სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთი მილსადენის შიგნით მათ პლასტმასის მილი გაიყვანეს, რომელიც ზედაპირზე საქართველოში ამოდიოდა", - ამბობენ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უწყებაში. 

ე.წ. KGB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები დაახლოებით 50 ტონა საწვავს ტუმბავდნენ. მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, ისინი ბრალს აღიარებენ. 

მათივე თქმით, მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, დე ფაქტო უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს საწვავ-საპოხი მასალის "სამხედრო მიზნებისთვის" გამოყენება შეეძლო, რაც "საწვავის ქართულ ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან დეფიციტზე" მიუთითებს. 


close დახურვა