logo
ENG



ოკუპირებული ხერსონის ოლქის შტაბ ბინაზე სარაკეტო იერიშს 8 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა

26 სექ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/q376hkm41p7x1z0.jpg

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ, ხერსონის ოლქში მდებარე რუსების დროებით სამეთაურო ბაზაზე HIMARS-ის ტიპის რაკეტებით იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

Ukrainskaia Pravda-ს ცნობით, დარტყმა შტაბ ბინაზე 24-ე მოტომსროლელი რუსული პოლკის ოფიცრების ყოველდღიური შეკრებისას განხორციელდა. შედეგად იერიშს 8 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია შვიდი.

"შეხვედრა ნაადრევად დამთავრდა. მოკლულია რვა, ხოლო დაიჭრა შვიდი ოფიცერი", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. 

 


close დახურვა