logo
ENG



ოკუპირებული ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმი შემოდგომაზეა დაგეგმილი

21 ივნ 202210:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/chq0efr95kt98ut.jpg

ოკუპირებული ხერსონის ოლქის რუსეთში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება წელს იგეგმება, ამის შესახებ რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა RIA Novosti​-ის განუცხადა.

"ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის. მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. რეფერენდუმის შემდეგ ჩვენ გავხდებით რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი. ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ თავი დიდი ქვეყნის, რუსეთის სრულუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძნოთ. ჩვენ ყირიმის გზას მივყვებით". - განაცხადა სტრემუსოვმა.

სტრემუსოვის თქმით, ე.წ. რეფერენდუმის მომზადების პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს  სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ჩამოყალიბებაზე  მუშაობა, ასევე მომავალში ამოქმედდება საწარმოები და საბანკო სისტემა, ხოლო ხელფასების, სოციალური შეღავათებისა და პენსიების რუბლით გადახდა უკვე დაიწყო. 

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. 

 


close დახურვა