logo
ENG



ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი კიევში ჩასვლას აპირებენ - Bild am Sonntag

11 ივნ 202223:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/11/kolg8chgb8ame3h.jpg

გამოცემა Bild am Sonntag-ი წერს, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას აპირებს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

მათივე ცნობით, შოლცთან ერთად უკრაინაში საფრანეგთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი ჩავლენ. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია უკრაინისა და საფრანგეთის ხელისუფლებებში წყაროებმა დაუდასტურეს, ხოლო ვიზიტი ივნისის ბოლოს, G7-ის სამიტამდე იგეგმება, რომელიც 26-28 ივნისს ჩატარდება. 

Bild am Sonntag-ი იტყობინება, ბოლო 2 დღის განმავლობაში შოლცი ბალკანეთში იმყოფებოდა და 6-ვე ქვეყანა [კოსოვო, სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია და ჰერცეგოვინა] მოინახულა.

გამოცემა წერს, რომ ოფიციალური პარიზი და ბერლინი კიევში ვიზიტს ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ, რადგან ამ ვიზიტით სურთ ევროპის ერთობა წარმოაჩინონ, ხოლო თავად მაკრონს კიევში ჩასვლა საფრანეგთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სურდა. 

 


close დახურვა