logo
ENG



ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

17 იან 202312:58
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.  

"დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი.

პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი.

14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლესრუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40 შეადგინა. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული X-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია.

დნიპროს მერმა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი გააკრიტიკა და თქვა, რომ არესტოვიჩმა თავისი განცხადებით "საჩუქარი გაუკეთა რუსულ პროპაგანდას".

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ თქვა, რომ უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

 


close დახურვა