logo
ENG



ოლიგარქის საქველმოქმედო მაქინაცია - დროება

29 ოქტ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკაში ოფიციალურ მოსვლამდე მან საზოგადოებას თავი ქველმოქმედებით გააცნო - ბოლოს გაირკვა რომ წლების განმავლობაში ქველმოქმედება სწორედ რომ პოლიტიკაში დაბანდებული ინვესტიცია იყო - ხარჯავს ხომ არ იპარავს და ჩვენც მოგვხედავს - ამით დაიიმედა თავი საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ის არჩევანი გააკეთა - თავზე დაისვა ოლიგარქი, რომელმაც ბოლოს სახელმწიფო მიიტაცა და ახლა საერთოდ აუქმებს. აუქმებს პოლიტიკური ტრიუკებით და დიდი ფინანსური მაქინაციებით - კანონსაც არღვევს როცა უნდა. პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლის შემდეგ საქველმოქმედო ფონდ ქართუს უძრავი ქონება გადასცა და განაცხადა რომ ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა. თუმცა ახლა ღია წყაროებით ირკვევა რომ ქონება, რომელიც ოფიციალურად მისი აღარ არის ბანკში კრედიტის ასაღებად ჩადო, მანამდე ეს ობიექტები სახელმწიფომ გირაოთი დატვირთა - საუბარია 300 მილიონ დოლარზე, რომლითაც ივანიშვილმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ მისსავე კომპანიაში კაპიტალი გაზარდა - ამ კომპანიას ოლიგარქი მედია-ჰოლდინგ იმედის და ლიბერთი ბანკის მეპატრონე ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. არსებობს ეჭვი რომ ივანიშვილი ახალი ფინანსური სქემით სანქციების შიშით, რომელიც არც ისე შორს შეიძლება იყოს, ქვეყნიდან კაპიტალის ევაკუაციას ახდენს ევროპაში და ალბათ შემდეგ რომელიმე ოფშორში. ივანიშვილის და იმედის მფლობელის ერთობლივი 300 მილიონ დოლარიანი სქემა.


close დახურვა