სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, არსებითად არ გაუმჯობესებულა რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობაც.
„კვლავ გადაუჭრელია რელიგიური ორგანიზაციების საგადასახადო და ქონებრივი საკითხები. პროგრესი გვაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებში რელიგიური მოტივით ჩადენილ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით.
უკვე 30 წელია, ქართული რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების ძეგლები, რესტიტუციის საკითხის გადაუჭრელობის გამო, ნადგურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.