სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული აქცენტები წარდგენილ ანგარიშში მნიშვნელოვანი იქნება. მისი განცხადებით, ომბუდსმენთან დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს კითხვებიც ექნებათ.
"სახალხო დამცველი არის პარლამენტის პირველი მოკავშირე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რომელსაც სახალხო დამცველი გააკეთებს. ანგარიშს ყურადღებით მოვუსმენთ და შემდეგ გვექნება კითხვები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.