logo
ENG



ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა

23 ნოე 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტების ჯგუფთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულოებლად მივიდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეს მისი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობიან და ზოგად შეფასებებსაც გააკეთებენ მკურნალობის მიმდინარეობაზე.

ნინო ლომჯარიამ, ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ხელს შეუწყობს, მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს აუცილოებლად უნდა დაესწროს სასამართლო სხდომას პირადად, ან დისტანციურად. 

ლომჯარიას ცნობით, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულების და კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართა.

"პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით", - აცხადებს ის. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა


close დახურვა