logo
ENG



ომი მინდა - დროება

22 მაი 202220:13
3 წუთის საკითხავი
 

აკი გვითხრა პრემიერმა რომ 30 წელი ვანგრევთო - 30-ის რა გითხრათ, მაგრამ ბოლო 10 წელი რომ ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს სახურავამდე თუ არა, ნახევრამდე ამოყვანილ შენობას, ფაქტია - 24 თებერვლის შემდეგ ნგრევის საბოლოო ეტაპი დაიწყო. ნგრევაში ბორენკა დარაგოის სანქციების შიში დაეწია. წარმოიდგინეთ მილიარდერი მილიარდების გარეშე. თქვენამდე მან თავად წარმოიდგინა. წონასწორობა დაკარგა და ბუჩქებიდან გამოვიდა - საკუთარი კონსპირაციაა ააგო და დამნაშავეების ძებნაში უკრაინას და დასავლეთს მიადგა - მიადგა და საკუთარი კეთილდღეობის სამსხვერპლოზე არც მეტი, არც ნაკლები საქართველო მიიტანა. 


close დახურვა