logo
ENG



ომის მესამე ზამთარი - დროება

19 ნოე 202321:45
3 წუთის საკითხავი
 

633 დღე. ომის 633 დღე. ომის, რომლითაც თითქოს ყველა დაიღალა, ომის რომლის ბედიც მსოფლიო ცივილიზაციის ბედს წყვეტს. თუკი ვინმე ფიქრობს რომ წლევანდელი უკრაინული კონტრშეტევა სრულად ჩავარდა რამდენიმე ფაქტი მათთვის: აფეთქებული და განადგურებულია უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე, სიღრმეებში არსებული საწყობები და აეროდრომები, აფეთქებული და განადგურებულია რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტები, მართალია მცირედით, თუმცა დეოკუპირებულია ზაპაროჟიის ოლქის ნაწილი. მცირე პლაცდარმებით, თუმცა მაინც უკრაინული ძალები ხერსონში გადადიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და მთავარი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დროებით ანექსირებული ყირიმიდან განდევნილია. შესაძლოა ეს მცირედად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით დეოკუპაციის შარშანდელი ტემპის ფონზე, თუმცა საკმარისია იმისთვის, დავინახოთ რომ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს. ახალი აკვიატება ავდეევკავა, რომლის ასაღებადაც სხვადსხვა მონაცემებით დღის მანძილზე 500-იდან 1000-ი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე იწირება. დიქტატორი არჩევნებისთვის ემზადება, მას ფრონტზე თუნდაც მცირედი წარმატება სჭირდება, რაც აურაცხელი მსხვერპლის მიუხედავად არ არის. პუტინი ცდილობს ჰამასის ტერორისტული აქტის შემდეგ განვითარებული მოვლენებით ისარგებლოს, 2024-ში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს დაელოდოს. ომის მესამე ზამთარი და მსოფლიოს პოლიტიკური კალენდარი 2024 დროების ძალიან საინტერესო რესპოდენტებით მომზადებულ მიმოხილვაში.


close დახურვა