logo
ENG



ონის მერია: უხვმა ნალექმა სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია

21 თებ 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/iq779jze1ou1cxf.jpg

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა