logo
ENG



ონის მერის მოადგილე: შოვში გრძელდება სამუშაოები, ვეძებთ ორ მცირეწლოვანს

29 აგვ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/29/wqelsyvigu1oeai.jpg

შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის თქმით, მაშველები ორ მცირეწლოვანს ეძებენ.

"აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სადამდეც მცირედი შანსი მაინც იქნება ადამიანების პოვნის. 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის ორ მათგანზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ასევე, ვეძებთ ორ მცირეწლოვან ადამიანს"- თქვა ნოდარიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა