logo
ENG



ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

16 აპრ 202410:13
3 წუთის საკითხავი
 
ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ
ფორმულა/ლანა მრავლაძე

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დროს ონლაინმედიის წარმომადგენლებს დღესაც არ შეუშვებენ. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა 15 აპრილსაც.

განხილვის პარალელურად პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ე.წ. რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღეს კანონპროექტის განხილვა სესიაზე დაიწყება. 


close დახურვა