logo
ENG



ოპოზიცია ამერიკელ სენატორებზე:პარტნიორებში მოლოდინია შეწყდეს პოლიტიკური დევნა

11 მარ 202008:11
3 წუთის საკითხავი
clock 665

ამერიკელი სენატორები განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებით ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ოპოზიციის განცხადებით, საერთაშორისო მეგობრები  მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პოლიტიკურად დევნილი ადამიანების განთავისუფლებას ელიან და გამოთქვამენ იმედს, რომ მმართველი გუნდი ყველა დანაპირებს შეასრულებს. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე სენატორების განცხადებას აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობას აიღებს. 

"შეგახსენებთ, რომ ეს არის წამყვანი სენატორი, რომელთა პოზიციამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა შეთანხმების მიღწევაში. ასე რომ, ჩვენს პარტნიორებშიც და საზოგადოებაშიც, მოლოდინია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრებიც გამოვიდნენ ციხიდან. ყველაფერი დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე" და მიუხედავად მათი რიტორიკისა, იმედია ეყოფათ პასუხისმგებლობა, ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე",-აცხადებს დავით ბაქრაძე. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის მსგავსად "რესპუბლიკური პარტიის" წევრიც დადებითად აფასებს იმ ფაქტს, ამერიკულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა შეთახმების ორივე პუნქტზე, მათ შორის პოლიტიკურ დევნაზე. 

"მათ ადრეც გამოუქვეყნებიათ კრიტიკული შეფასება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. კარგია, რომ ორივე კომპონენტს ეხმაურებიან. ერთი მხრივ შეთანხმებას საარჩევნო სისტემაზე და მეორე მხრივ - პოლიტპატირმების გათავსუფლების მოთხოვნას. სულ ტყუილად ჰქონია საქართველოს ხელისუფლებას, რომ ერთს დააკმაყოფილებს და მეორე შერჩება",-აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.

 


close დახურვა