logo
ENG



ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინაში ერთობლივი დელეგაციით წასვლაზე შეთანხმდნენ

12 აპრ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინაში ერთობლივი დელეგაციით წასვლაზე შეთანხმდნენ
ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო ოპოზიცია და ქართული ოცნება შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დელეგაციით წავლენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს ჩავა.

"ქართული ოცნება ჯერ კიდევ მსჯელობს, დელეგაციის ხელმძღვანელი ვინ იქნება თუ არა შალვა პაპუაშვილი, ამის თაობაზე გვეცოდინება ხვალ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დელეგაცია და ვიზიტი შედგეს კვირის ბოლოს, სავარაუდოდ. სხვა საორგანიზაციო საკითხები არის გადაწყვეტის პროცესში. მთავარი არის ის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ უკრაინაში ვიზიტი შედგეს დელეგაციით", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინაში თვითონაც გაემგზავრება.

როგორც პარტია მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, დელეგაციაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

ვინ და რამდენი გაემგზავრება უკრაინაში მმართველი გუნდიდან, ჯერჯერობით უცნობია. თავისი გამგზავრების შესახებ მხოლოდ დავით სერგეენკომ დაადასტურა. 

ამასთან, უცნობია, უხელმძღვანელებს თუ არა დელეგაციას პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პაპუაშვილს ომიკრონის ვირუსი აქვს. 


close დახურვა