ორი არასწორი ინფორმაცია გახმოვანდა, ერთი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა [შალვა პაპუაშვილმა], ეს ასე არ არის, ამის უტრირება სხვაგვარად მოხდა, ამ ადამიანს ომიკრონის ვირუსი აქვს და 2-3 დღეში დამთავრდება იზოლაციის პერიოდი. მეორე, რომ ულტიმატუმები წავაყენეთ, ესეც არასწორი ინფორმაციაა, მაგრამ გარკვეული საკითხები მართლაც დასახურია.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებვთან საუბრისას.
მას შემდეგ, რაც უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია, პარლამენტის აპარატში განაცხადეს, რომ თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.