logo
ENG



ოპოზიცია კალაძის შეთავაზებაზე: მსგავსი ტრიუკებით ივანიშვილი ფონს ვერ გავა

19 თებ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის შეთავაზებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის ცალ-ცალკე შეხვედრას გულისხმობს, ოპოზიციის წევრები ნეგატიურად აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები „ქართულ ოცნებასთან" ერთი-ერთზე შეხვედრას არ აპირებენ. ამგვარ შეხვედრას გამორიცხავენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

"საარჩევნო სისიტემა არის ის თემა, რომლისგანაც კონსენსუსი უნდა მივიღოთ. ამგვარ შეთანხმებას კი მრავალი პარტიის ერთობლივი საუბარი სჭირდება. სწორედ ამას ვაპირებთ და არა ერთი-ერთში შეხვედრას",-აცხადებს ლევან კობერიძე. 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი მსგავსი ხრიკებით  ერთიანობას ვერ დაშლის. მაშინ, როცა პოლიტიკური ლიდერი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებების წინ დააკავეს, ხელისუფლებასთან შეხვედრას აზრი არ აქვს. 

"ცალ-ცალკე კი არა, ერთადაც ვართ უკვე სხვა რეჟიმში გადასული მას შემდეგ, რც ჩვენი ლიდერი ხელახლა შეაბრუნეს საპატიმროში. ივანიშვილის კლოუნები რას იტყვიან, ამას არანაირი ფასი არ აქვს რადგან დიალოგის მიმდინარეობისას ლიდერი ციხეში ჩაკეტეს",-ამბობს გიორგი კანდელაკი. 

მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებისგან ამგვარ შეთავაზებას ივანიშვილის მორიგ ტრიუკად აფასებენ. მათივე შეფასებით, "ქართული ოცნება" ასეთი გზებით ვერაფერს შეცვლის. 

"ოცნების" პოლიტიკაა ისეთი საარჩევნო სისტემა შესთავაზოს პატარა პარტიებს, რომ მათთვის ეს საინტერესო იყოს, თუმცა მე რასაც ვუყურებ შეხვედრებზე, მსგავსი "ტრიუკებით" ივანიშვილი ფონს ვერ გავა",-განმარტავს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გამართოს. 


close დახურვა