logo
ENG



ოპოზიცია მხოლოდ იმ სხდომებს ესწრება, სადაც ქულების დაწერის შანსი აქვს - იონათამიშვილი

26 ივნ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 
1bh58lblnvl1p9h.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში თავის საქმინობას თავი კარგად გაართვა. იგი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის დასწრება პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.

დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას არ ესწრება და საპარლამენტო ცხოვრების მიმართ უპასუხისმგებლობას იჩენს.

„ჩვენი მთავრობის ქმედებები ამ პერიოდში იყო მაქსიმალურად ეფექტური ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რეალურად ოპოზიცია იმ საქმეების განხილვაზე არ მოდის, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია და მოდის მხოლოდ იმ საკითხებზე, სადაც ფიქრობს, რომ ქულების დაწერის შანსი აქვს. ეს არის უპასუხისმგებლო მიდგომა საპარლამენტო ცხოვრების მიმართ. საზოგადოება მათგან მსგავს მიდგომას მიჩვეულია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანგარიშს წარადგენს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმს დროებით წყვეტს და სხდომაზე დასწრებას ასწრებს. უმცირესობა ამბობს, რომ პრემიერთან ბევრი კითხვა ექნება, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობასა და გასული წლის 20 ივნისზე.


close დახურვა