logo
ENG



ოპოზიცია პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს

04 ნოე 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
y4rv9hm7o9znimc.jpg

საგამოძიებო კომისია თუ იმპიჩმენტი - სკანდალური შეწყალებების ავტორ პრეზიდენტს პროკურატურა დაკითხვაზე არ იბარებს, ამ ფონზე საპარლამენტო ოპოზიცია მის მოსმენას საგამოძიებო კომისიის ფორმატში მოითხოვს. ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალების გამო თავადაც აკრიტიკებდა, ახლა პრეზიდენტს იცავს. საგამოძიებო კომისიის იდეის ჩაგდების შემთხვევაში, ოპოზიცია საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას ეცდება. 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს როგორ მოხვდნენ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ.

პროკურატურას შეწყალების აქტის ხელმომწერი სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავს. დადგება თუ არა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო, ჯერ უცნობია. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტი სესიაზე განიხილავს.

 

 


close დახურვა