ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ რკინიგზის გაყიდვის თემა ხელისუფლების დღის წესრიგში უკვე დიდი ხანია დგას და რომ ეს რუსული ინტერესი და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამ საკითხზე დისკუსია უკვე ნიშნავს იმას, რომ რკინიგზის გაყიდვა რეალურია.
"ესაა ქვეყნის მტრობა და არ აქვს მნიშვნელოვნია რა სახით მოგვაწვდიან აღნიშნულს. ესაა რუსული ინტერესი, ამიტომ ახლა ამ თემას საზოგადოებას აჩვევენ. შემდეგ კი შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ",-აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
რკინიგზის პრივატიზებაში ზურაბ ჭიაბერაშვილი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ასეთ შემთხვევაში საწარმოს ბიძინა ივანიშვილი დაეპატრონება.
"მომგებიანი საწარმო "ქართული ოცნების" კლანმა და უჩა მამაცაშვილმა წამგებიანად აქცია. პრივატიზაცია, რა თქმა უნდა, კარგია მაგრამ არა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რათა ისევ მან ჩაიგდოს რკინიგზა ხელში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტორებთან ერთად ობიექტის პრივატიზება ისე უნდა მოხდეს, რომ რაც შეიძლება დაცული იყოს საქართველოს ინტერესები",-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.