ოპოზიცია 4 აპრილს 4 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე წარადგენს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გიგი უგულავას დაკავებიდან რამდენიმე საათში ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებს და ახალ სამოქმედო გეგმას დებს. ხელისუფლების ოპონენტები შეთანხმდნენ, რომ უგულავას დაკავების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს აზრი არ აქვს და პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გადაინაცვლებს.
წინასაარჩევნო კამპანია ერთად თუ ცალ-ცალკე - დღეს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ლიდერებმა იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ ოპონენტები შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში ერთაინი ძალებით მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციაში ყველა ადასტურებს, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მიღებულია.
განსხვავებული პოზიცია აქვთ „ლელოში“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან, 2020 წლის არჩევნებში საკუთრი გეგმები აქვთ, მაჟორიტარებზე ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს.