ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ორი დღის შემდეგაც არ იცის, რას იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით. სოფო კილაძე საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების დასმასაც არ აპირებს. არცოდნის მომიზეზებით გაექცნენ „ფორმულას“ კითხვებს ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც.
ის, რის არცოდნაშიც ოცნების დეპუტატები გვარწმუნებენ, ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო სამზადისის მანიშნებელია. ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ, რომ გამოძიების მიზანი პოლიტიკურია და წინასაარჩევნოდ სადამსჯელო პოლიტიკის ამუშავებას უკავშირდება.
გამოძიების მიმართ ნულოვანი ნდობა აქვთ ევროპულ საქართველოში. გიგა ბოკერიას პოზიცია ცალსახაა - მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა იდგეს. ის პრობლემას სხვაგან ხედავს - ჯგუფებში, რომლებიც ნარიმანობის ძეგლს რეგიონში ეთნიკური ნიშნით შუღლის გასაღვივებლად იყენებენ და მარნეულის მერში, რომელმაც ნარიმანოვის ძეგლი ჯერ ბიუჯეტის ფულით განაახლა, შემდეგ კი ყვავილებით ესტუმრა.
პოლიტიკოსების მსგავსად გამოძიებისგან მეტ დეტალს ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების დაწყების მიზანი ადგილობრივების დაშინებაა. ისინი ამბობენ, რომ კახეთსა და ქვემო ქართშლი ეთნიკური შუღლით დაპირისპირების რისკი ნამდვილად გაიზარდა, ყველაფერი დავით-გარეჯის გარშემო დაწყებული დავით დაიწყო, კორონა ვირუსის გამო ჩაკეტილ მარნეულში გაგრძელდ და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნამ უფრო გაამწვავა. ისინი კონკრეტულ სახელებს არ ამბობენ, თუმცა ქსენოფობიურ ტალღაში ქართულ მარშსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამავე ჯფუფებს იყენებს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკიური მიზნებისთვის.
სახელმმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე ამჯერადაც არ ისაუბრეს. დუმილის არგუმენტი - გამოძიების ინტერესებია. მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტმა კი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა აზერბაიჯანული თემისთვის იყო, მას ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის მქონე საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეც ესწრებოდა.