ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი ნაწილი უკვე ცენტრალურ საარჩენო კომისიის შენობასთან შეიკრიბა, ნაწილი კი გლდანში, ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ნიკა მელიას შტაბში მივიდა, მათ შორისაა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს წევრები. ისინი გეგმავენ ერთად გადავიდნენ ცესკოსთან და იქ გააკეთოს ერთობლივი განცხადება.
"არჩევნები მითვისებულია, ხალხის ნება გაყალბებული, საქართველო გაშიშვლებული, ჩვენ უნდა შევკრათ კამარა, მტელი მსოფლიო დავაყენოთ ფეხზე, უარი განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 31,69%
წინასწარი შედეგებით:
ქართულ ოცნებას აქვს - 53,1%
ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 23,95%
ევროპულ საქართველოს - 3,95%
პატრიოტთა ალიანსი - 3,39%
სტრატეგია აღმაშენებელი - 2,63%
ლელო - 2,83%
გირჩი - 2,32%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,11%
ლეიბორისტული პარტია - 0,98%
ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,75%