logo
ENG



ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

12 აგვ 202121:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/0bu1jal440zre9i.jpg

ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება. კობერიძის კანდიდატურა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას პრაიმერისში გამოვლინდა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მისი მეტოქე პარტიის კიდევ ერთი წევრი იმედა კლდიაშვილი იყო. 

პარტიის წევრებს მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა დღეს, 12 ოქტომბრის 09:45 საათიდან 19:45 საათამდე ელექტრონულად შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ გირჩი - მეტი თავისუფლება ოპოზიციის ნაწილთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. შეთანხმების მონაწილე პარტიები არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარიას დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება. ამ შეთანხმების თანახმად, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია, ხოლო გირჩი ვიცე-მერის კანდიდატურას წარადგენდა. აღნიშნული პარტიები ასევე თბილისის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატებზეც შეთანხმდებიან. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა