logo
ENG



ოპოზიციური კოალიციები 9 ნოემბერს, 15:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ

08 ნოე 202416:15
3 წუთის საკითხავი
 

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება ხვალ, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან - მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დაიწყება.

 "საერთო სახალხო საპროტესტო მსვლელობა! 9 ნოემბერს, 15:00-ზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც დაიწყება მასობრივი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. მეტროსადგური მარჯანიშვილი! მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი! შემოგვიერთდით!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა