logo
ENG



ოპოზიციური პარტიები ერთი დღით ბოიკოტს წყვეტენ

17 მარ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები ერთი დღით ბოიკოტს წყვეტენ. დეპუტატები კენჭისყრის პროცედურას დაესწრებიან, სადაც საკონსტირუციო კომისიის დამტკიცება მოხდება. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების მხოლოდ ნაწილი და ის ითვალისწინებს მანდატების გადნაწილებას 120-30 ზე; 40-პროცენტიანი ჩამკეტითა და 1-პროცენტიანი ბარიერით. საკონსტიტიციო კომისიის შექმნის შემდეგ კი საერთო სახალხო განხილები დაიწყება, რომელიც შესაძლოა დისტანციურად წარიმართოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოიკოტი მათ ერთჯერადად შეწყვტეს და ისინი არ უბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, ვინაიდან მმართველ გუნდი შეთანხმების დროს ნაკისრ ვალდებულებას, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ასრულებს.

„ევროპული საქართველო" მიუხედავად ბოიკოტისა დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და ხმას მივცემთ კომისიის შექმნას. თუ ხელისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს შეასრულებს, ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ შემდგომშიც მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ისევ შეეცდება ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას, მათ ოპოზიციას არ გადააბრალონ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება.

„ჩვენ ერთი დღით გამოვდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან, ვინაიდან პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომელიც არის შეთანხმების ნაწილი და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებისამი მხარდაჭერას და დღეს ჩვენ კენჭისყრისას მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. ამავე დროს ბოიკოტის ერთდღიანი შეცვლის მიზეზი არის ისიც რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას საბაბი, რომ თუკი კიდევ გადაწყვეტენ ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას, გადააბრალონ ოპოზიციას საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლა. ჩვენ ველოდებით შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას ხელისუფლების მხრიდან, რომლის განუყოფელი ნაწილი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პარტიების განთავისუფლება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებების ოფიციალური დამტკიცების პროცესში მარტო უნდა იყოს, ვინაიდან მას აქვთ საკმარისი რაოდენობა იმისა, რომ ცვლილებები მიიღონ, მისივე განცხადებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, თუკი მმართველი გუნდი არ შეასრულებს ვალდებულებას და არ შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას ოპონენტების მიმართ.

„უფრო სწორი იქნება თუ ხელისუფლებას დავტოვებთ მარტო ფორმალურ პროცესთან საარჩევნო ცვლილების. მათ აქვთ საკმარისი ხმები რომ კომისია შექმნან საკუთარი ხმებით. ჩემი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, რომ არ ვმონაწილეობ კენჭისყრაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ სანამ არ შესრულდება პირობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საუბარი არის შეუძლებელი“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 


close დახურვა