logo
ENG



ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმებზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში მსჯელობენ

03 აპრ 202114:14
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უნდა გაიწეროს კონკრეტული მოსამზადებელი გეგმა 15 მაისის მასშტაბური აქციისასთვის.

ოპოზიციონერების თქმით, საუბარი იქნება იმაზეც, თუ როგორ უნდა გახდეს ქართული ოცნების ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მკაფიო საქართველოს პარტნიორებისთვის. 

„პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მუშაობა დაწყებულია ჩვენი მხრიდან იმ წამსვე, როცა ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ძალაუდლება. ჩვენ მკაფიო უნდა გავხადოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ პროცესში. 

კონკრეტული გეგმები უკვე ნათქვამია. დღეს ვისაუბრებთ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ 15 მაისი მომზადდეს უფრო კარგად", - აცხადებს კაკო ბობოხიძე.

ოპოზიციური პარტიები 15 მაისს ფართომასშტაბიან აქციას ააანონსებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ისინი რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან და პირისპირ გააცნობენ მათ გეგმებს.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.


close დახურვა