ბიძინა ივანიშვილის გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეპიდსიტუაციის დროს „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად, რეგლამენტის დარღვევითა და ნაჩქარევად გააპარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.
ოპოზიციის ნდობა ნინო ქადაგიძეს არ აქვს. ის უმრავლესობის 82 დეპუტატის ხმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, 10 წლის ვადით აირჩიეს. პირველივე განმარტებები, რომლის გაკეთებაც ქადაგიძეს მოუხდა, ე.წ. სასამართლო კლანია.
არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ნინო ქადაგიძე, რომლის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან კითხვებია, პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად, კლანის გავლენით დაინიშნა.