logo
ENG



ოპრა კორონავირუსის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონ დოლარს რიცხავს

03 აპრ 202016:46
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი ტელე-წამყვანი კორონავირუსის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონ დოლარს რიცხავს. ამის შესახებ ოპრა უინფრიმ ტვიტერის სოაციალურ ქსელში დაწერა.

თანხის ნაწილი ლეონარდო დი-კაპრიოსა და სტივ ჯობსის მეუღლის მიერ დაარსებულ ფონდს მოხმარდება, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული ქალაქების მოსახლეობას სურსათით ამარაგებს.

ფონდი ასევე დაეხმარება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს და სკოლის მოსწავლეებს. ოპრა უინფრის დღევანდელი განცხადება დაემთხვა იმ ფაქტს, რომ პანდემიის გამო შეერთებულ შტატებში 6 მილიონ 600 ათასი ადამიანი უმშევარი დარჩა. 

 

 


close დახურვა