logo
ENG



ორბანი: ომი უკრაინაში არის კონფლიქტი ორ სლავურ ქვეყანას შორის, ეს მათი ომია და არა ჩვენი

19 თებ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი უკრაინაში არის კონფლიქტი ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან.

"როდესაც რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, დასავლეთმა არ მოახდინა კონფლიქტის იზოლირება. ომი უკრაინაში არის კონფლიქტი ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს მათი ომია და არა ჩვენი", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი არის "დასავლეთის სამყაროს ნაწილი, NATO-სა და ევროკავშირის წევრი, სადაც უნგრეთის გარდა, ყველა მხარს უჭერს ომს ერთნაირად მოქმედებს". მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და ლტოლვილები მიიღო, ეს დახმარება "არ ნიშნავს უნგრეთის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების შეწყვეტას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".

"ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და რეალურად, ვურჩევთ მთელ დასავლურ სამყაროს იგივე გააკეთოს, რადგან ურთიერთობების გარეშე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობიანი მოლაპარაკებები", - განაცხადა ორბანმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა