რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა სამთავრობო სასტუმრო სახლში, სადაც პუტინი არის გაჩერებული.
როგორც სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს, ორბანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, ყოველთვის ურთიერთობების გაფართოებას გეგმავდა.
"უნგრეთის მიზანი ყოველთვის საუკეთესო კონტაქტების დამყარება და გაფართოება იყო", - განაცხადა ორბანმა.
პუტინისთვის მიმართვის დროს ორბანმა განაცხადა, მისი დათვლებით, რომ 2009 წლის შემდეგ ეს მათი მე-13 შეხვედრაა.
"იყო რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორც ახლა, არასდროს. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ რთულ სიტუაციაში", - თქვა ორბანმა.
პუტინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ უნგრეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც კონტაქტებს ინარჩუნებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, მხოლოდ კმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შენარჩუნებულია და ვითარდება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთია", - განაცხადა პუტინმა.