logo
ENG



ორბანის თქმით, 2008-ში შესაძლებელი იყო უკრაინა-საქართველოს EU-სა და NATO-ში მიღება

12 თებ 202410:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/12/r0g24mp1kkf5j25.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, თუმცა, "ეს შანსი ხელიდან გაუშვეს". 

"ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირის და NATO-ს მომავალი წევრის პერსპექტივა", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს "ბუფერულ ზონად" რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით< თუმცა არ იქნება EU-ისა და NATO-ს წევრი.

"მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. 

რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა", - თქვა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება. მისი თქმით, აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სიტუაცია მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი გახდეს მოლაპარაკებების წარმართვა.


close დახურვა