logo
ENG



ოსტინი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს NATO-სთან ბრძოლა სურს

12 მაი 202209:10
3 წუთის საკითხავი
 
ოსტინი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს NATO-სთან ბრძოლა სურს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას NATO-სთან ბრძოლა სურს, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

"როდესაც პუტინის გათვლებს ვუყურებთ, ჩემი აზრი ასეთია, რომ რუსეთს არ სურს NATO-სთან კონფლიქტში შესვლა", - თქვა ოსტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინაში ომი - ეს არის NATO-ს მხრიდან გაფრთხილება აგრესიის წინააღმდეგ.

"რუსეთმა მოახდინა აგრესიის პრევენციული უკუგდება - ეს იყო იძულებითი და სუვერენული გადაწყვეტილება... ნატოს ქვეყნებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა. მათ განსხვავებული გეგმები ჰქონდათ და ჩვენ ამას ვხედავდით", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.


close დახურვა