აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ომის დაწყებიდან, ამერიკამ უკრაინას 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.
"ჩვენ უკრაინას 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.
ოსტინის თქმით, უკრაინული არმიის ამოცანაა მიწების დეოკუპაცია, უკრაინის პარტნიორების კი მათი დახმარება.
20 ნოემბერს, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი საუკუნისთვის გადამწყვეტი იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკა ომში არ იქნება ჩართული და შეერთებული შტატები უკრაინას დაუჭერს მხარს. ამავდროულად, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს ტერიტორიებს დაიცავს და ალიანსის თავდაცვას გააძლიერებს.