logo
ENG



ოსტინი: პუტინის უკრაინაში შეჭრა მთელი მსოფლიოსთვის გრძელვადიანი გამოცდა გახდა

14 თებ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მოკავშირეების ერთგულება დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის იდეისადმი.
 
"ერთ წელზე მეტი ხნის წინ პუტინი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯარები დაიკავებდნენ კიევს და დაამხობდნენ უკრაინის დემოკრატიულ მთავრობას. მას ეგონა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას უბრალოდ შეეგუებოდა." - თქვა ლოიდ ოსტინმა.
 
მისი თქმით, პუტინის უკრაინაში შეჭრა გახდა "გრძელვადიანი გამოცდა მთელი მსოფლიოსთვის." 
 
ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას 50 მილიარდი დოლარით დაეხმარნენ, მაგრამ "გასაკეთებელი კიდე ბევრია."
 
"კრემლი ჯერ კიდევ დებს ფსონს, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით." - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 
 
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, დაპირისპირებაში რუსულ ავტოკრატიასთან, NATO-მ მხარი მსოფლიოს უნდა დაუჭიროს, სადაც "წესებს მნიშვნელობა აქვთ."
 
* * * 
 
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტეინის ფორმატი, არის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
 
ჯგუფის მუშაობაში 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს - NATO-ს ქვეყნები (30 ქვეყანა), ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა და მათი მოკავშირეები აფრიკიდან და აზიიდან.

close დახურვა