logo
ENG



ოსტინი რეზნიკოვს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და უკრაინის საჭიროებები განიხილა

16 მაი 202208:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/16/rwm0mtvwykgcpu0.jpg

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობებისადმი.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი რეზნიკოვს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე გაესაუბრა და უკრაინის საჭიროებები განიხილა.

დეპარტამენტის ცნობით, ოსტინმა რეზნიკოვს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფლიქტი უკრაინაში".

"მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასუტრა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მცდელობების მიმართ, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აცხადებენ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში.


close დახურვა