logo
ENG



ოსტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი საუკუნისთვის გადამწყვეტი იქნება

20 ნოე 202200:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/s1lb7csanusgin8.png

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი საუკუნისთვის გადამწყვეტი იქნება.

"უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დაგვეხმარება გლობალური უსაფრთხოების კურსი განვსაზღვროთ ამ ასწლეულში", - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ოსტინის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის თავდაცვითი კავშირი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებისკენ არ ისწრაფვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამერიკა ომში არ იქნება ჩართული და შეერთებული შტატები უკრაინას დაუჭერს მხარს. ამავდროულად, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს ტერიტორიებს დაიცავს და ალიანსის თავდაცვას გააძლიერებს.

15 ნოემბერს, პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსები, როგორც ჩანს, დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ. პენტაგონის თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეუძლებელია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შენელდეს. 


close დახურვა