logo
ENG



ოფიციალური მონაცემებით, ორჯერ აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია

27 ივლ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 2174
ოფიციალური მონაცემებით, ორჯერ აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად, ანუ 2 დოზით აცრილი. მთლიანი მოსახლეობიდან კი, რაც, მათ შორის, 18 წელს ქვემოთ მოქალაქეებსაც მოიცავს, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 3,8%-ია. ერთი დოზით კი მთლიანი მოსახლეობის 7,4%-ია ვაქცინირებული, ხოლო 18 წელს ზემოთ მოსახლეობის - 9,7%.

შესაბამისი მონაცემები კითხვის საპასუხოდ ფორმულას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. 

ხელისუფლების გეგმა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრაა.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 - წლიდანაა შესაძლებელი.

ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი. ორჯერადად აცრილია -
142 254. ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა. 


close დახურვა