logo
ENG



ოქრუაშვილი: 20 ივნისის საქმე იქნება გამოძიებული და გახარია ბრალდებული აღმოჩნდება

18 ივნ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, ის რაც გასული წლის 20 ივნისს მოხდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მომხდარი აუცილებლად იქნება გამოძიებული, გიორგი გახარია კი, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად. ვერც ჩემი და ვერც იმ ადამიანების მეხსიერებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, ეს ყველაფერი ვერ ამოიშლება ასე ადვილად. ყველას ყველაფერი გვახსოვს. ჩემი აზრით, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, სავარაუდოდ 1-2 წელი, ეს საქმე იქნება სრულფასოვნად გამოძიებული და გახარია ამ საქმეში აღმოჩნდება ბრალდებული“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 2-ჯერ იყო მისული. მან ასევე განაცხადა, რომ ის რაც 20 ივნისს ხდებოდა, პარლამენტზე შტურმი იყო და პოლიციამ ქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდა.


close დახურვა